კელი დეგნანი გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატობის შესახებ - ქართველი ამომრჩევლების გადასაწყვეტია, შედეგი 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდება

ქართველი ამომრჩევლების გადასაწყვეტია, შედეგი 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდება, - ასე შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ საქართველოში არჩევნები მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

„იმედია, რომ საარჩევნო კამპანია საკმაოდ ნორმალურ გარემოში ჩატარდება და ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება. ეს იქნება ამ კამპანიის მთავარი ორიენტირი. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია უსაფრთხო გარემოში ჩატარდება, არ იქნება არავითარი ჩაგვრა, შეურაცხმყოფელი განცხადებები, თუნდაც სოციალურ მედიაში. იმედი გვაქვს, არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება. ჩვენ ველით, რომ ეს იქნება მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები“,-განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარია პარტიის „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. გიორგი გახარიას თქმით, ის ამ ნაბიჯს დგამს, პარტიის მერობის სხვა კანდიდატების მიმართ სოლიდარობის ნიშნით, "რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა