რომან გოცირიძე - 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა დასჯადია ჩვენი ამომრჩევლის მიერ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა დასჯადია.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერამდე განუცხადა, შეთანხმებიდან გასვლა და მისი დარღვევა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ სვლას ნიშნავს, რის უფლებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ არავის მისცემს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველო ააცდინოს ევროპული განვითარების გზას. ხელშეკრულება არსებობს. ხელშეკრულება და შეთანხმება რომ გაუქმებული იყოს, როგორც ამას „ქართული ოცნება აცხადებს, მაშინ არ იქნებოდა ხელმოწერა დღეს. ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ამერიკისთვის, ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის ეს ხელშეკრულება მოქმედია და ამ მოქმედი შეთანხმების დარღვევა დასჯადია ჩვენი ამომრჩევლის მიერ ისევე, როგორც დასაჯა საქართველოს მთავრობა ევროკავშირმა იმ შეთანხმების დარღვევისთვის, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხებოდა და ეს ბოლო ტრანში არ გადმორიცხა. ევროკავშირისთვის და ამერიკისთვის, ჩვენი ყველა პარტნიორისთვის ეს ხელშეკრულება არსებობს, ლეგიტიმურია და აქედან ვიღაცის გასვლა ნიშნავს მის დარღვევას, ხოლო დარღვევა ამ შემთხვევაში ნიშნავს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ სვლას. ამის უფლებას არ მივცემთ“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს დღეს აწერს. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში უკვე იმყოფებიან.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიამ მთავარ მიზეზად სწორედ ის გარემოება დაასახელა, რომ მას არ ჰქონდა მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა.

იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
ირაკლი მელაშვილი - იმგვარ ვითარებაში, რომელშიც ვართ, საქართველოში ძალოვნებმა დაღუპეს ყველა ხელისუფლება და ახლა დაღუპავენ ამ ხელისუფლებასაც
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს
ქართული უნივერსიტეტი საერთაშორისო კონკურსში ნომინაციის ,,მომავლის განათლება’’ გამარჯვებული გახდა
კახა ოქრიაშვილი - დღესვე გადადგეს სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი და ეს უწყება დაიშალოს სამ სტრუქტურად
ტერაბანკის შეღავათიანი ბიზნეს სესხი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეებისთვის
საქართველოში მალე იურისტების ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა - LawPort ჩაეშვება