ლევან ბეჟაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და გამოავლინა მისი პრორუსული ხასიათი

„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და გამოავლინა მისი პრორუსული ხასიათი, რითაც პრაქტიკულად უარი უთხრა ევროპას თანამშრომლობასა და ურთიერთობაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით უნდა ევროპელ პარტნიორებს აჩვენოს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აქვს.

„მაშინ, როდესაც ევროკავშირი საქართველოს სანქციებს უწესებს და არ აძლევს იმ ტექნიკურ დახმარებას, ძალიან დაბალ პროცენტიანს, რომელიც გათვალისწინებული იყო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებით, ცხადია, საფრთხე ექმნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც ერთადერთმა ძლიერმა პროდასავლურმა პარტიამ აჩვენოს თავისი ძალისხმევა, აჩვენოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ევროპაში, რომ „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს. დღეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, 50%-ზე მეტი მხარს უჭერს სწორედ პროდასავლურ ოპოზიციას, ამიტომ, ჩვენი ხელმოწერით გვინდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი“,-განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, უნდა მოეწერა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელი.

„პარტიაში ამ პოზიციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ დღეს ყველა ხვდება ამის მნიშვნელობას, რადგან რეალურად საფრთხის წინაშეა ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერა. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, "არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ", შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა