ირაკლი ზარქუა - ჩვენთვის მეასეხარისხოვანია სააკაშვილი და მელია ერთმანეთში როგორ ჩამოყალიბდნენ და დოკუმენტს ხელს მოაწერენ თუ არა - მოაწერონ და იყვნენ თავისთვის

ჩვენთვის მეასეხარისხოვანია სააკაშვილი და მელია ერთმანეთში როგორ ჩამოყალიბდნენ და დოკუმენტს ხელს მოაწერენ თუ არა - მათ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს, მოაწერონ და იყვნენ თავისთვის,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დასავლეთის თვალში თავის გადასარჩენად დგამს ამ ნაბიჯს.

"რა უნდა ითქვას "ნაციონალური მოძრაობის" მორიგ სატყუარაზე? - ეტყობა, დასავლეთი ძალიან მოაწვა ან შიგნით ემოციები და მიხვდნენ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს, როცა 100 დღის განმავლობაში ხელმოწერაზე ფეხს ითრევდნენ. ახლა მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ აქვთ, ევროპელების თვალში თავის გადასარჩენად ხელს აწერენ, მაგრამ თავიანთ ამომრჩეველს ჰკითხონ, ხელს აწერენ რაზე - თავად რომ ამბობდნენ, მაკო გომურის თვალების დამთხრელებს ხელს არ მოვუწერთო, ესე იგი, ახლა ძალიან გაუჭირდათ, რომ ამას დათანხმდნენ? ნიკა მელიას ადრეც ვეუბნებოდი, რომ სააკაშვილის კარის თამაშების მსხვერპლი გახდებოდა და ახლა თავის თავს დააბრალოს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, დოკუმენტისთვის ხელი მოეწერათ. ნიკა მელია გარეთ თავისუფლად რომ დათარეშობს და დასეირნობს, სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგია, რომ გამოვიდა. გირაოს დათანხმდა, გირაო გადაუხადეს და შემდეგ ხელმოწერაზე უარი თქვა, ეს მის სინდისზე იყოს. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომლითაც ქვეყანა იმართება, არჩევნებიც ჩატარდება შესაბამისად, აგერ ბურთი და მოედანი - ვინც მოიპოვებს უმრავლესობას, ის იქნება უმრავლესობა,"- განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერა არაფერს ცვლის და როგორიც არ უნდა იყოს "ქართული ოცნების" მხარდაჭერა თვითმმართველობის არჩევნებზე რიგგარეშე არჩევნებთან ამას კავშირი არ ექნება.

"ჩვენ არჩევნებისთვის ვემზადებით, კანდიდატები გვყავს, პროგრამა გვაქვს, თვითონ ვერ ჩამოყალიბდნენ, ვინ სად გაუშვან, მორალურად და პოლიტიკურად ისე არიან გაკოტრებული. ფოთში დაათრევენ იმას, წინა არჩევნებზე ვანში რომ ხნავდა ხომ გახსოვთ და 50 მილიონი რომ მოიპარა, 2 ნომრიდან 5 ნომერს დაუბრუნდა. სევდია უგრეხელიძე შეუწუხებიათ და მცხეთიდან სენაკში ჩაუყვანიათ საკრებულოს თავმჯდომარედ. ასე დაატარებენ ამ ხალხს და ტანჯავენ, ეს მათი არჩევანია. მათ არაერთხელ მოვუწოდეთ, პოლიტიკურ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ, მაგრამ გახსოვთ, რა მოგვიწყვეს, პარლამენტში „სალტოების“ კეთება მოინდომეს, პირიქით, უფრო დესტრუქციაში გადავიდნენ. ახლა მიხვდნენ, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. ჩვენთვის ეს ჩავლილი თემაა, არ გვაინტერესებს. საქართველო პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებს იმ კონსტიტუციით, რომელიც გვაქვს და ამის შესახებ არგუმენტირებულად ჩავაყენეთ საქმის კურსში პარტნიორები. "ქართული ოცნება" არჩევნებზე 5 პროცენტს აიღებს, 55 პროცენტს აიღებს, მნიშვნელობა არ აქვს, ამ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. თუ ჩატარდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თვითმმართველობის არჩევნებს და საპარლამენტო არჩევნებს შორის არანაირი ბმა არ არსებობს, ეს გამორიცხულია და დამთავრდა,"- განაცხადა ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო