ირაკლი ღარიბაშვილი - არჩევნებამდე  ევროპიდან ჩამოსული იყო სადამკვირვებლო მისია და ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასება იყო, სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო

არჩევნებამდე საქართველოში ევროპიდან ჩამოსული იყო სადამკვირვებლო მისია და ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასება იყო შემდეგი - სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საკმაოდ მწარე გაკვეთილი ქართველი ხალხისთვის.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო რატი ბრეგაძის ერთ-ერთ ნათქვამს, მან შედარება გააკეთა და ახსენა, რომ სააკაშვილის დროს მართლაც ბოლშევიზმი იყო საქართველოში დამკვიდრებული. უფრო მეტიც, შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე საქართველოში ევროპიდან ჩამოსული იყო სადამკვირვებლო მისია და ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასება იყო შემდეგი - სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო. კაცი აღშფოთებული, გაოგნებული იყო და ეს იყო მისი დაკვირვება და ანალიზი, რომ მართლაც ლენინიზმი იყო და ეს იყო გზა ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ. ეს, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ მწარე გაკვეთილი ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ახლა ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მომავალ თაობას, რომელიც მოემსახურება და კიდევ უფრო მეტს გაუკეთებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს