ალუდა ღუდუშაური - 19 აპრილის შეთანხმება გადაშლილი ფურცელი და „ნაცმოძრაობისთვის“ გაშვებული შანსია - იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერ დავუბრუნდებით

იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ცხადია, არ და ვერ დავუბრუნდებით. ამაზე საუბარი ჩავლილია, ეს არის უკვე გადაშლილი ფურცელი, გაშვებული შანსი "ნაციონალური მოძრაობისთვის. რას მიუერთდება და რა განცხადებას გააკეთებს ნიკა მელია, ვერ იქნება საინტერესო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, მათი ხელმოწერა არის ლუსტრაცია, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რადგან სწორედ ამ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის "სალომე სამადაშვილი პრაქტიკულად გაამათრახეს."

„ნაციონალური მოძრაობა" არის არათანმიმდევრული, ცრუპენტელა, საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მას შემდეგ, როცა არანაირი ფასი აღარ აქვს და ბუნებაში აღარ არსებობს ეს დოკუმენტი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, რომ მას მიერთებოდა, როცა რამდენიმე თვე ჰქონდათ იმისთვის, რომ როგორც ძირითად პარტიას ხელი მოეწერათ ამ შეთანხმებისთვის და განეხორციელებინათ ნორმალური პოლიტიკური საქმიანობა, რაც არ და ვერ გააკეთეს. მათ კარგად ესმით, რომ არანაირი ფასი და ღირებულება მათ ხელმოწერას ასეთ დროს არ აქვს, მაგრამ ეს არის ლუსტრაცია, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია. სამადაშვილს არც კი ჰქონდა დატოვებული „ნაციონალური მოძრაობა“, რომ პრაქტიკულად გაამათრახეს, ისეთ დღეში ჩააგდეს. ეს არ არის ბულინგი, ეს იყო პირდაპირ შეურაცხყოფა და ამაზე მეტი ზეწოლა, როცა საკუთარი პარტიის რიგებიდან ჯერ არწასულ წევრს, ქალბატონს ასეთ თავდასხმას უწყობ, იმის გამო, როცა შენც ხდები ამ შეთანხმების გამზიარებელი, არასწორია, რბილად რომ ვთქვათ. „ნაციონალური მოძრაობა“ წაგებულ თამაშს თამაშობს, ის არ არის წინასაარჩევნო რეჟიმში და როგორც ჩანს, მათი ამოცანა არის 3 ოქტომბრის დესტრუქცია და კარვები. არანაირი შანსი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთ წრეზე დადის და ნელ- ნელა იშლება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩამოშლის პირას მდგომი პოლიტიკური პარტია,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა