ალუდა ღუდუშაური - გახარიამ განაცხადა, რომ არანაირი შეხვედრა კალაძესთან არ ყოფილა, მაგრამ მის თანაპარტიელებს მოუწიათ დადასტურება - აიხლართნენ და დაიბნენ საკუთარ განცხადებებში, ტყუილები არ „მოსულა“

როგორც გახარიას უყვარს თქმა - ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - ხშირად იყენებს ამ სიტყვებს და მართლაც, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სიცრუე, ტყუილი არის დამაზიანებელი, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ „სლენგისთვის“, მაგრამ მისთვის და ყველასთვის გასაგები რომ იყოს, პირდაპირ ვიტყვი, პოლიტიკაში არ „მოსულა“ ტყუილები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც კახა კალაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრას გამოეხმაურა.

კითხვაზე, რამდენად იყო საუბარი გახარიას მხრიდან ფინანსურ საკითხზე, როგორც ეს გაჟღერდა, ღუდუშაური აცხადებს, რომ ამაზე შეხვედრის მონაწილეებს უნდა ვკითხოთ. მისივე თქმით, გახარიას და მის პარტიას ამოცანად აქვს დასახული , რომ „როგორმე მელია მეორე ტურში გადაათრიონ“.

„ძალიან შეეცადა გახარია, რომ რიხიანად წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე და წარედგინა კანდიდატები. ბევრი ისაუბრა მან თითქოს ღირსებაზე, სიმართლეზე, სამართლიანობაზე და როგორც მას უყვარს თქმა - ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - ხშირად იყენებს ამ სიტყვებს და მართლაც, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სიცრუე, ტყუილი არის დამაზიანებელი, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ „სლენგისთვის“, მაგრამ მისთვის და ყველასთვის გასაგები რომ იყოს, პირდაპირ ვიტყვი, პოლიტიკაში არ „მოსულა“ ტყუილები და არ უნდა იკადრო ისეთი რამ, რისი დადასტურებაც შემდეგ შენი პარტიის წევრებს მოუწევთ. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ტყუილია კალაძესთან შეხვედრა. ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ტყუილია და არანაირი შეხვედრა კალაძესთან არ ყოფილა, მაგრამ რამდენიმე საათში მოუწიათ მის თანაპარტიელებს დადასტურება. რა თქმა უნდა, აიხლართნენ და დაიბნენ ამ განცხადებებში, მაგრამ დადასტურება მოუწიათ. ასეთი შეხვედრის ინიციატორი იყო გახარია. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნათელია, როგორ უშანსოდ არის გახარია ერთი მხრივ ბატონ კალაძესთან, მაგრამ როგორც ჩანს, გახარიას და მის პარტიას ამოცანად ახლა უკვე აქვთ დასახული ის, რომ როგორმე გადაათრიონ მეორე ტურში მელია,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უარყო შეხვედრა გახარიას მსგავსად თავდაპირველად კახა კალაძემაც, ღუდუშაური აცხადებს, რომ „როცა საუბრობთ, რომ კალაძემ უარყო, ეს იყო რამდენიმე დღის წინ დასმული კითხვა“.

„პრაქტიკულად ერთდროულად უსვამდა ჟურნალისტი კითხვას გახარიას და კალაძეს, გახარიამ ამას ტყუილი უწოდა, მეორე მხრივ კი ბატონი კალაძე ადასტურებდა, გახარიას პარტიის წევრებმაც დაადასტურეს. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს. შეხვედრის ფაქტი ნათლად მიუთითებს იმისკენ, ვის უფრო მეტი შანსი აქვს. ქალაქ თბილისს მომავალი მერი რომ ეყოლება კალაძე, ამაში ყველა ვთანხმდებით, ეს ბატონებიც, მაგრამ მათი მიზანია, როგორმე შეეხიდონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკანორ მელიას, რომლის რეიტინგიც არის შემცირებული და ახალი პოლიტიკური ფრონტი გახსნეს, რითაც თავს დაიზიანებენ, მაგრამ ეს მათი არჩევანია. გახარიას არჩევანია, როცა „ქართულ ოცნებას“ უღალატა, გაიწია „ქართული ოცნებისგან“ და პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ღიად შეასრულა,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო