ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - მათ არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რომ ხელისუფლება გააკრიტიკონ, მათი ერთადერთი გამოსავალი, პოლიტიკის დატოვებაა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ ხელისუფლება გააკრიტიკოს. როგორც მან ჭიათურაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკის დატოვებაა.

„მათ არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, რომ ჩვენი ხელისუფლება გააკრიტიკონ. მათი ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკის დატოვებაა, რომ ქვეყანა დაწყნარდეს, ხალხი დამშვიდდეს. რეალურად, ის ქაოსი და ისტერია, რაც არის შექმნილი მათი ტელევიზიების მეშვეობით, ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს.

უნდა დამთავრდეს პოლარიზება, ადამიანების დაპირისპირება, ხელოვნურად ინსპირირებული, გამოგონილი ბინძური ბრალდებებითა და ცილისწამებებით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის გამოწვევაა, რადგან პირველ რიგში, ხალხს სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, თავისუფლება და ყველა ის შესაძლებლობები, რომელსაც მთავრობა უქმნის. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? 24 საათის განმავლობაში მათ ტელევიზიებში მიმდინარეობს საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ცილისწამებაზე, შეურაცხყოფაზე და უამრავ ბრალდებაზე“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო