კახა კალაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე - 2024-ში რომ მოეწერა, ალბათ, უფრო საინტერესო იქნებოდა

2024-ში რომ მოეწერა, ალბათ, უფრო საინტერესო იქნებოდა, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას.

როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, “სასაცილოა ეს ყველაფერი“.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ამ მიზნით მელია და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიამ მთავარ მიზეზად სწორედ ის გარემოება დაასახელა, რომ მას არ ჰქონდა მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა