ანა ბიბილაშვილი - ქალაქს სჭირდება მასშტაბური მწვანე სარეკრეაციო სივრცეები - დიღმის ჭალები უნდა დავუბრუნოთ ადამიანებს

ჩვენი ხედვით დიღმის ჭალები იქნება თბილისში ყველაზე დიდი, უნიკალური ლანდშაფტის მქონე საქალაქო ტყე-პარკი: ბუნებრივი ტბებით, მდინარესთან მისასვლელით, ბილიკებით, გასართობ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, საპიკნიკე სივრცეებით, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან და გარემოს დამცველებთან ერთად უკვე წლებია იბრძვიან დიღმის ჭალების გადასარჩენად. მისვე განმარტებით, დიღმის ჭალების თითქმის 120 ჰექტარი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ხე-ნარგავებით იყო დაფარული, დღეს გაპარტახებულია.

„სამწუხაროდ, დედაქალაქში აღარ ტოვებენ ადგილს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მოხუცებისთვის. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შესაძლებელია პირდაპირ მდინარის სანაპიროსთან მისვლა.

მერი თითქმის ყოველ წელს გვპირდებოდა ჭალებში საქალაქო პარკის მოწყობას, სანაცვლოდ კი ტერიტორიიდან ქვიშა-ღორღი ამოიღეს, რის გამოც ტერიტორიის ნაწილზე სრულად გაჩეხეს ხე-ნარგავები, ნაწილი კი ქვიშის გორებში ცოცხლად დაიმარხა. დღეს აქ ვხედავთ სამშენებლო ნაგავს, რამაც კიდევ უფრო დააბინძურა მდინარე მტკვარი და ცუდი ზეგავლენა იქონია ქალაქის ეკოლოგიაზე.

რამდენიმე წლის წინ, როცა მე და ჩემმა მეგობარმა ანა ტრაპაიძემ დიღმის ჭალების გადასარჩენად პირველი ნაბიჯები გადავდგით, ძალიან ცოტამ თუ იცოდა ამ ტერიტორიის შესახებ. მაშინ სოციალურ ქსელში შევქმენით ჯგუფები, ვატარებდით ღია კონფერენციებს, აქტიურად ვთანამშრომლობდით საელჩოებთან და არასამთავრობოებთან. დიღმის ჭალებზე დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო გადაგვერჩინა და ადამიანებს ჰქონოდათ უზარმაზარი ბუნებრივი, საერთაშორისო რეკრეაციული სივრცე.

ჩვენი ხედვით დიღმის ჭალები იქნება თბილისში ყველაზე დიდი, უნიკალური ლანდშაფტის მქონე საქალაქო ტყე-პარკი: ბუნებრივი ტბებით, მდინარესთან მისასვლელით, ბილიკებით, გასართობ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, საპიკნიკე სივრცეებით. მჯერა, რომ დიღმის ჭალები იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის, თბილისის ერთ-ერთი სამარკო ნიშანი“, - აცხადებს ბიბილაშვილი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა