კახა კალაძე - გახარიასთან შეხვედრა ერთხელ შედგა, გუშინ დილით, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე მერიაში - სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვერ ასახელებს მიზეზს, რის გამოც მას გიორგი გახარია შეხვდა და ამბობს, რომ „ვერაფერი გაიგო“.

ამასთან, როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გახარიამ თავად დაურეკა და უთხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრამდე გახარიასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

„შეხვედრა ერთხელ შედგა, რამდენჯერმე განხორციელდა ზარი. ადამიანურად, თავს მივეცი უფლება, ამდენი ხანია ერთად ვიყავით. მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. ვუთხარი, რომ მერიაში ვიყავი და მოვიდა მერიაში. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი... ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე ის იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ტელევიზიიდან გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი. დანარჩენი, გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი გავიგე“,- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გახარიასთან შეხვედრისას რაიმე ფინანსებთან დაკავშირებით საუბარი, კალაძე ამბობს, რომ „არ იცის შუამავალთან რა საუბარი იყო, თუ ეს შუამავალი არსებობს“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს