კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მისი მეუღლის კომპანია სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს ფორმებს უკერავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მისი მეუღლის, ანუკი არეშიძის კომპანია სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს ფორმებს უკერავს.

კალაძის განმარტებით, მის მეუღლეს არასდროს, არც ერთ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა.

„სიცრუე და ტყუილია... ჩემი მეუღლის კომპანიას არასდროს ჰქონია შეხება სახელმწიფო უწყებებთან, არასდროს რამე ტენდერში მიუღია მონაწილეობა, არც ახლა და არც მომავალში, ეს ასე იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა