„ლელომ“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი შეიმუშავეს

საპარლამენტო ფრაქციებმა - ,,ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი შეიმუშავეს.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდას და იმას, რომ სასამართლო მართლაც დაადგეს რეფორმების გზას. მისივე თქმით, კანონპროექტი გუშინ დარეგისტრირდა და ყველა ძალისხმევას გამოიყენებენ, რათა პარლამენტმა დაამტკიცოს.

„ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა არცერთი ვალდებულება, რომელიც აიღო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რომელიც შეეხებოდა სასამართლო რეფორმას. ჩვენ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც შევუერთდით „შარლ მიშელის შეთანხმებას“ მოვამზადეთ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდას და იმას, რომ სასამართლო მართლაც დაადგეს რეფორმების გზას. ჩვენ ეს კანონი დავარეგისტრირეთ გუშინ და ყველა ძალისხმევას გამოვიყენებთ, რომ იყოს მიღებული. ეს სჭირდება იმას, რომ ქვეყანამ შეასრულოს ყველა აღებული ვალდებულება საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს როგორც ნორმალური საინვესტიციო გარემო, ასევე დაიბრუნოს ნდობა საერთაშორისო პარტნიორებისაგან“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა