დავით ჭიჭინაძე - გამორიცხული არ არის არჩევნების შემდეგ სულ სხვა თამაში მივიღოთ

არ არის გამორიცხული არჩევნების შემდეგ სულ სხვა თამაში მივიღოთ, - ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძემ მიმდინარე პოლიტიკური ვითარება შეაფასა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები რომ მხოლოდ ფულის გამო არიან ივანიშვილთან, ეს ფაქტია, რაც ბოლო განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა. ყველაფერს ფულს აბამენ და მხოლოდ ფული ადარდებთ, აბა ივანიშვილს არც იდეა აქვს და არც ქვეყნის განვითარების გეგმა. დაპირებები დიდი ხანია გაზაფხულის თოვლივით გაქრა.

მოკლედ, ივანიშვილმა მხოლოდ უღირსი ქურდ-ბაცაცები კი დაიტოვა აქამდე გვერდით, მაგრამ ახლა უკვე თავად რამდენად აწყობს ასეთი წყალწაღებული „ოცნების“ უკან დგომა, ეს ცალკე ამბავია, რადგან ვინ, ვინ და ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ 2024 წლამდე ეს "ოცნება" უბრალოდ ვეღარ შეინახავს. თუმცა, მეორე მხრივ, „კალაძის გუნდი“, „გახარიას გუნდი“ და არ არის გამორიცხული არჩევნების შემდეგ სულ სხვა თამაში მივიღოთ“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო