ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ორი პირი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დამნაშავედ ცნო და მათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, შემთხვევა, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2020 წლის 9 სექტემბერს მოხდა.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება შეიტანა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ი.ტ. და დ.წ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 9 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, ჯ.ტ.-ს და ი.ჭ.-ს შორის წარმოშობილი კონფლიქტით გაღიზიანებულმა ჯ.ტ.-ს შვილმა - ი.ტ.-მ და მისმა დეიდაშვილმა დ.წ.-მ, შურისძიების მოტივით, ი.ჭ.-ს თავის არეში ჯგუფურად, ბლაგვი საგნით რამდენიმე დაზიანება მიაყენეს.

მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ჭ. 11 სექტემბერს გარდაიცვალა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენით, ი.ტ. დამნაშავედ იქნა ცნობილი 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამავე განაჩენით დ.წ. დამნაშავედ იქნა ცნობილი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

აღნიშნული განაჩენი ბრალდების მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება შეიტანა, ი.ტ. და დ.წ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ჯგუფურად პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც პირის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა) და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა