გიგა ბოკერია - სანამ ეს სამარცხვინო, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის სახიფათო მთავრობა გვყავს, დანარჩენი დემოკრატიული, პროდასავლური ოპოზიციისგან მუდმივი აქტიურობაა საჭირო

სანამ ეს სამარცხვინო, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის სახიფათო მთავრობა გვყავს, დანარჩენი დემოკრატიული, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან მუდმივი აქტიურობაა საჭირო,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციის მიერ დასავლელი პარტნიორებისთვის გაგზავნილი წერილის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ განმარტა, წერილი, რომლითაც ოპოზიციამ დღეს შარლ მიშელს, იენს სტოლტენბერგსა და ურსულა ფონ დერ ლეიენს მიმართა, გამოხატავს საზოგადოების უმრავლესობის პოზიციას, ქართველი ხალხის არჩევანს იყოს თავისუფალი ქვეყანა, ან თავისუფალი სამყაროს ნაწილი.

„სხვა ბევრ საფრთხესთან ერთად ყველაზე დიდ საფრთხეს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი გვიქმნის, არის საქართველოსთან მიმართებით იმედგაცრუების ჩამოყალიბება. იმიტომ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას სამწუხაროდ, პირველ რიგში, მისი მთავრობა წარმოადგენს. სანამ ეს სამარცხვინო, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის სახიფათო მთავრობა გვყავს, დანარჩენი დემოკრატიული, პროდასავუირი წარმომადგენლებისგან მუდმივი აქტიურობაა საჭირო. სანამ ამ მთავრობას შევცვლით, რაც სწრაფად უნდა გავაკეთოთ, მანამდე ჩვენ პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო გზავნილი, რომელიც ჩვენი ღარმა რწმენით გმოხატავს საზოგადოების უმრავლესობის პოზიციას, ქართველი ხალხის არჩევანს იყოს თავისუფალი ქვეყანა, ან თავისუფალი სამყაროს ნაწილი, ნატო-ს და ევროკავშირის წევრი. ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯები, რომელიც ამ ამოცანას გვაშორებს და თაობების განმავლობაში უქმნის საფრთხეს შანსს, რომ ეს მისია შევასრულოთ, არ გამოხატავს ჩვენი ხალხის ნებას. ეს არის ჩვენი წერილის მთავარი გზავნილი. ჩვენი მოქალაქეების ნების დაფიქსირებასთან ერთად, საქართველოს სჭირდება თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა, როგორც გარე საფრთხისგან დაცვის თვალსაზირისით, ისე ქვეყნის შიგნით დემოკრატიის მხარდასაჭერად“,- აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ნატო-ს გენერალურ მდივანს, ევროპული კომისიის და ევროპული პარლამენტის პრეზიდენტებს ღია წერილით მიმართავს. მიმართვის ავტორები იმედოვნებენ, რომ ქართული საზოგადოება ოქტომბერში აუცილებლად გამოიტანს პოლიტიკურ ვერდიქტს, ხოლო ევროკავშირი და ნატო, დაუჭერს რა მხარს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ახალი არჩევნების ჩატარებას დაუყოვნებლივ მოითხოვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა