მიხეილ სარჯველაძე - გახარიასთვის და საერთოდ, ამ პოლიტიკური ძალისთვის არათანმიმდევრულობა და უპრინციპობა, ბევრი თვალსაზრისით, დამახასიათებელი გახდა

გახარიასთვის და საერთოდ, ამ პოლიტიკური ძალისთვის არათანმიმდევრულობა და უპრინციპობა, ბევრი თვალსაზრისით, დამახასიათებელი გახდა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ არჩევნებში, თბილისის მერის პოსტზე გამარჯვებული კახა კალაძე იქნება.

"პირველი რაც უნდა ვთქვა, გუშინდელი განცხადება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომ აწი საქმე მასთან გვექნება, მგონი ძალიან ცუდი განცხადება იყო, არა იმიტომ, რომ ვინმეს "ქართულ ოცნებაში" ამის გამო გეგმებთან დაკავშირებით რაიმე შეეცვალა, არამედ ამით ხაზი გადაუსვა ყველა ღირებულებას და განაცხადა, რომ მელიას მხარეს რა ინტერესებიც იყო, იმ ინტერესების დასაცავად დადგა. ეს არის ცუდი, მე ასე გავიგე ეს განცხადება და ცუდად მოსასმენია, ადამიანურად ეს არ იყო სასიამოვნო მოსასმენი. ეს არ არის პოზიცია, რომელიც პასუხისმგებლიან პოლიტიკოსს უნდა გააჩნდეს, არათანმიმდევრულობა, უპრინციპობა ბევრი თვალსაზრისით დამახასიათებელი გახდა ამ პოლიტიკოსისთვის და საერთოდ, ამ პოლიტიკური ძალისთვის. დასანანია და უსიამოვნო საყურებელია ეს ყველაფერი. მე არ მგონია, რომ იყოს მოცემულობა თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით როცა ჩვენ შეგვიძლია პირველ ადგილთან დაკავშირებით შანსებზე ვისაუბროთ. რაც შეეხება მეორე, მესამე, მეოთხე ადგილების განაწილებას, თუკი იმ პოლიტიკოსებს ვინც ამ მარათონში ჩაერთო აქვთ ამის სურვილი, ეს შეიძლება იყოს დისკუსიის თემა. ეს დისკუსია ვერ გადაინაცვლებს იმ საკითხზე, რასაც ჰქვია გამარჯვება, გამარჯვებული ერთმნიშვნელოვნად ცნობილია, რომ იქნება კახა კალაძე,"- განაცხადა სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა