გიორგი კალანდარიშვილი - ჩემთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით ნდობა დასაბრუნებელი არ არის - ჩემს საქმიანობასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არასდროს ყოფილა

ჩემთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით ნდობა დასაბრუნებელი არ არის, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, მის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არასდროს ყოფილა.

„ჩემთან მიმართებით ნდობა დასაბრუნებელი არ არის. ისევე როგორც გარკვეული მიმართულებით ადმინისტრაციასთან დაკავშირებით. ჩემს საქმიანობასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არასდროს ყოფილა, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცემდა ამ კითხვის დასმის შესაძლებლობას. ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ ეს მათი შეხედულებებიდან გამომდინარე არის აბსოლუტურად სუბიექტური.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ნდობასა და რეპუტაციას, ამასთან მიმართებით მთავარ გასაღები არის გამჭვირვალობა და საზოგადოების უწყვეტი ინფორმირება. გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენა ჩვენ უკვე დავიწყეთ კომისიის სხდომების გასაჯაროვებით, დავიწყეთ ქვემდგომ კომისიებთან ინტერვიუების გასაჯაროვებით. ვაგრძელებთ იმით, რომ ხვალ გვაქვს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის გახსნა, რომელიც არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გამოვლენასა და შესაბამისად, ინფორმაციის დაცვას უზრუნველყოფს, ასევე სამომავლოდ პრევენციას. ამასთან ხმის დათვლის დროს გვექნება ვიდეოფიქსაცია“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს