ზურაბ აბაშიძემ სოლოლაკის მოსახლეობასთან ძველი თბილისის განვითარების მხარდამჭერი პროექტები განიხილა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აგრძელებს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათთან უკანასკნელ წლებში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ზურაბ აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა. მისი თქმით, კახა კალაძის გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული მთაწმინდის რაიონში არსებული პრობლემები და უკვე არსებობს ძველი თბილისის განვითარების გეგმა, რაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების შენარჩუნებასა და მოვლა-პატრონობასაც მოიცავს. ამასთან, რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, სპორტული მოედნების მოწყობა, რეკრეაციული სივრცეების გაჩენა და სკვერების მოწყობა.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, შეხვედრები მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩის მცხოვრებლებთან ეტაპობრივად გაიმართება, რათა სამომავლო პროექტების დაგეგმვისას მაქსიმალურად მოხდეს თითოეული მთაწმინდელის პოზიციისა და ინტერესების გათვალისწინება.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა