თეონა ჭალიძის განცხადებით, ის იზრუნებს, რათა ისანი სოციალური სოლიდარობის სამაგალითო რაიონად იქცეს

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, თეონა ჭალიძის განცხადებით, ის იზრუნებს, რათა ისანი სოციალური სოლიდარობის სამაგალითო რაიონად იქცეს.

როგორც მან აღნიშნა, როგორც ქალს სურს, ბიუჯეტის დაგეგმვისას ქალებზე ორიენტირებული და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკა გაატაროს.

„ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. მე არ ვარ მდიდარი ოჯახიდან, შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის და ისნის რაიონის მცხოვრებლების ყოველდღიური პრობლემები. ვმუშაობდი ისნის რაიონის გამგეობაში მანამ, სანამ დღევანდელი " ქართული ოცნების" ხელისუფლება სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლებდა, მაგრამ 4 წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მათ მოვუგე სამივე ინსტანციის სასამართლო, ამით ვამაყობ.

მე გავეცანი ისნის რაიონის მაცხოვრებლების პრობლემებს, ვიდრე ვმუშაობდი გამგეობაში და დღემდე არ გამიწყვეტია კონტაქტი ადგილობროვ მცხოვრებლებთან. ბევრ თქვენგანს სახეზე ვცნობ, ბევრსაც პირადად და დღეს, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის გაჩერებული, მეც ისევე განვიცდი, როგორც თქვენ, განსაკუთრებით იმიტომ განვიცდი, რომ ვიცი ძალიან ბევრი მოქალაქის ოჯახი დარჩა ყოველდღიური საარსებო შემოსავლის გარეშე, ხელისუფლებას ეს არ ადარდებს, ეს იყო უგუნური გადაწყვეტილება. გპირდებით, რომ მე ვიზრუნებ, ისნის რაიონი გახდეს სოციალური სოლიდარობის სამაგალითო რაიონი, სადაც იქნება პლატფორმა, რესურსები თანაბრად გადანაწილებული და პირობას ვდებ, რომ არცერთი ადამიანი ისნის რაიონში არ იქნება მშიერი, პირადად ვიზრუნებ შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის, ბავშვების, ხანდაზმულების, მარტოხელა დედების და მამების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებებზე და მათი უფლებების დაცვაზე. ქალების მხარდაჭერა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მე, როგორც ქალს მინდა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს სწორედ ქალებზე ორიენტირებული და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკა გავატარო. მე მაქვს იმედი - ვაზისუბნელებო, ავლაბრელებო, მერვე ლეგიონის და მეტრომშენის მცხოვრებლებო და რა თქმა უნდა ჩემო უბნელებო, ზუსტად ვიცი, რომ ამ არჩევნებზე გავიმარჯვებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ერთი ხმა არის გადამწყვეტი, მეც ვიქნები ერთი ნომერი, გელოდებით არჩევნებზე", -განაცხადა ჭალიძემ.

ინფორმაციას "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა