ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - ვპირდებით მათ, ყოველდღე შევახსენებთ იმ მძიმე დანაშაულებს, რომელიც ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ვიდრე ხელისუფლებაში მოსვლის კი არა, პოლიტიკაში დარჩენის პრეტენზია ექნებათ

რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ასე მტკიცედ, მშვიდად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა; რა თქმა უნდა, მათი მცდელობა არის და იქნება ყოველთვის, მანამ, სანამ ისინი პოლიტიკაში დარჩებიან, მაგრამ ვპირდებით მათ, რომ მოსვენებას დავუკარგავთ, ყოველდღე შევახსენებთ მათ იმ მძიმე დანაშაულებს, იმ კრიმინალურ საქმეებს, რომელიც ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

„მანამ, სანამ მათ პრეტენზია ექნებათ ხელისუფლებაში მოსვლის კი არა, პოლიტიკაში დარჩენის, ყოველდღიურად შევახსენებთ და მოსვენებას დავუკარგავთ, იმიტომ რომ ისინი არ იმსახურებენ პოლიტიკაში დარჩენას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი გავიყვანოთ პოლიტიკიდან, ეს უნდა იყოს ჩვენი საქმე, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა”, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება საჩხერეს, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ძალიან ბევრი საქმე, რა თქმა უნდა გაკეთებული იყო მანამდეც, პოლიტიკამდეც, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით.

„მას შემდეგაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. გაგრძელდება ეს საქმეები, ეს კეთილმოწყობა, ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარეობდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს