ლევან ანდრიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პარტია „ქართული ოცნების“ თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანდიდატი სოფელ შალაურსა და თელავში თამარის ქუჩაზე იმყოფებოდა. მან ადგილობრივებს თელავის მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა გააცნო და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

„სოფელ შალაურის მოსახლეობამ შიდა საუბნო გზებისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, ასევე, საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა ითხოვა.

რაც შეეხება, თამარის ქუჩაზე, სამხედრო ქალაქის მცხოვრებლებს, მათ ჩემთან შეხვედრაზე წუხილი გამოთქვეს მიწის რეგისტრაციის საკითხზე, რაც ცენტრალურ მთავრობასთან ერთად თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს.

ვიზრუნებ, რომ აქტიური თანამშრომლობის პირობებში, ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით გავაუმჯობესო და უფრო მიმზიდველი გავხადო საცხოვრებელი გარემო თელავის მუნიციპალიტეტში“, - განცხადა კანდიდატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა