ვატო შაქარიშვილი სოფელი დიღმის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივ პრობლემებს გაეცნო

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი სოფელი დიღმის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივ პრობლემებს გაეცნო.

შაქარიშვილის განცხადებით, სოფელ დიღომში უმთავრესი პრობლემა მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაა, რადგან წლებია ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებებს სხვადასხვა ადმინისტრაციული სამსახურები უპასუხოდ ტოვებენ.

როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი აღნიშნავს, საკითხი სისტემურ მიდგომას საჭიროებს და ერთიან ჭრილში უნდა იყოს განხილული, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი ქონების დაკანონება.

შაქარიშვილის თქმით, სოფელ დიღომში უმძიმესი მდგომარეობაა ინფრასტრუქტურული კუთხითაც, მოუწესრიგებელია შიდა გზები და ფაქტობრივად არ არსებობს წყალარინების და წყალმომარაგების სისტემები.

„ცხადია, მხოლოდ გამგეობის ბიუჯეტიდან აღნიშნული პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია, ამიტომ აუცილებელია შეიქმნას მიზნობრივი ფონდი, რომელიც დააფინანსებს სოფელი დიღმის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს“, - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო