„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი - მოდის ძალა, რომელსაც შეგიძლიათ მიანდოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი

მოდის ძალა, რომელსაც შეგიძლიათ მიანდოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი, - ამის შესახებ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანა ტოხვაძემ დღეს წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ცხადია „მესამე ძალაზე" უკვე ჩვენი საზოგადოება, დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ეს არის გამოსავალი შევქმნათ მომავალი, ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფო, რომელსაც უდაოდ ვიმსახურებთ. ჩვენს მოქალაქეებს, მთელს თბილისს და გლდანის რაიონის ამომრჩეველს მინდა მივმართო - ყველანი უკმაყოფილოები ვართ, ვიცით რა გასაჭირში და სიღარიბეში ვცხოვრობთ უმრავლესობა, თუმცა აუცილებლად უნდა შეცვალოთ თქვენი არჩევანი. მოდის ძალა, რომელსაც შეგიძლიათ მიანდოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. მხოლოდ მოქმედებით იძენს სიტყვა ძალას, ჩემი მოქმედება კი იქნება დასტური იმისთვის, რომ ჩემი რაიონი რასაკვირველია ჩემთვის მთელს თბილისში პრიორიტეტულია. წარმატება ჩვენს გუნდს და "მესამე ძალას" რა თქმა უნდა. შემოხაზეთ ნომერი 1“, - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს