ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით შექმნილი „ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაცია - შესაძლებლობები და გამოწვევები" თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით შექმნილი „ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაცია - შესაძლებლობები და გამოწვევები" თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, მოკვლევაში ჩართულმა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ექსპერტებმა, ჯგუფის წევრებს შესაბამისი ორგანიზაციებისა და უწყებებისგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული პირველადი ანგარიში წარუდგინეს.

„შეხვედრაზე, ჯგუფის წევრებმა, ექსპერტებთან ერთად განიხილეს ევროკავშირის შრომით ბაზარში საქართველოს უსაფრთხო ინტეგრაციის შესაძლებლობები, შრომითი მიგრაციის რეგულირების ძირითადი ასპექტები, ლეგალური მიგრაციის რისკები და შესაძლებლობები.

ექსპერტებმა მიმოიხილეს ევროკავშირში შრომითი მიგრაციის ტენდენციები და რეგულირების ძირითადი საშუალებები; საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე შესაძლებლობები; ევროკავშირის შრომითი ბაზრის პოლიტიკა, დასაქმების მოდელები, პროფესიული საჭიროებები და მათთან საქართველოს შესაძლებლობების თანხვედრა.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს საქართველოში შრომითი მიგრაციის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმებსა და კანონმდებლობის დახვეწის საჭიროებებზე, მიგრანტთათვის შრომითი მიგრაციის პროგრამების სარგებელზე, ასევე, დასაქმებულების პროფესიული კუთხით გადამზადების მნიშვნელობაზე, რათა ევროკავშირის შრომით ბაზარში ეტაპობრივი ინტეგრაციის განხორციელების მიზნით შესაბამისი ნაბიჯები იქნას გადადგმული.

თემატური მოკვლევის ფარგლებში გაიმართება საკომიტეტო მოსმენები პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების მონაწილეობით, რის საფუძველზე მოკვლევის ჯგუფი შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რაც საქართველოს დაეხმარება ევროკავშირის შრომით ბაზარში უსაფრთხო ინტეგრაციაში და საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობებს ღირსეულ შრომით პირობებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა