გეგმური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო 3 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც კომპანია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ელექტრომომარაგება გეგმური სამუშაოების გამო დროებით შეიზღუდება ისნის რაიონიში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭრელაშვილის და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსისი გამზირის, არტურ ლაისტის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ფონისჭალა III მიკრორაიონის, სოფელი თელეთის, ლომინაძის, ჟორდანიას, სურგულაძის, გეგეჭკორის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის და სოფელი წავკისის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნათია ბაშალეიშვილის, თერგის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, გუნიას, გალის, ბარნოვის, გოგებაშვილის, რეზო ჩხეიძის, უმიკაშვილის და ალეკო შენგელიას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ივანე ბერიტაშვილის, ნოშრევან ჯიშკარიანის, ომარ ფერცულიანის და ექვთიმე მთაწმინდელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს