ირაკლი ღარიბაშვილი - მიზანმიმართული პოლიტიკა მიმდინარეობს, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას და ამ პროვოკაციული ძალის მიერ, რომ მუდმივი სტრესი და პანიკა იყოს

„ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ალტერნატივა, ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი გააგრძელოს ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული მმართველობა და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაღდათში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „პროვოკაციული ძალების“ მიერ წარმოებული კამპანია ყოველ ზღვარს სცდება და ეს მათი იმედგაცრუებაა, რადგან 7 არჩევნების განმავლობაში „სასტიკად დამარცხდნენ“.

„ჩვენ სრული მობილიზება უნდა მოვახდინოთ, რათა ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ეს ასეც იქნება, ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ალტერნატივა. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა რომელსაც შესწევს უნარი გააგრძელოს ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული მმართველობა და განვითარება. ამ არჩევნების შემდეგ 3 წელი შეგვეძლება მთელი რესურსი და მობილიზება გავაკეთოთ მხოლოდ განვითარებაზე, საქმეზე და შრომაზე, რომ ეს დესტრუქციული დღის წესრიგი, რომელიც შექმნილია დესტრუქციული ძალის „ნაცმოძრაობის“ მიერ მტკიცედ შევცვალოთ და მოსახლეობას ვაჩვენოთ რეალური საქმე. 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას და მთელი ამ პროვოკაციული ძალის მიერ იმისთვის, რომ მუდმივი შფოთვა, სტრესი და პანიკა იყოს საზოგადოებაში. ბევრი ადამიანი ხედავს, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ხმაური იმისთვის არის ორგანიზებული, რომ მოქალაქეებს მუდმივი არასტაბილურობის განცდა გაუჩნდეთ, თითქოს ამ გაუგებარი პოლიტიკური ბატალიების გარდა არაფერი არ ხდება ქვეყანაში. ყოველ ზღვარს სცილდება ეს აუტანელი კამპანია, რომელიც მიმდინარეობს მათი მხრიდან. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მათი იმედგაცრუებაა, შვიდი არჩევნების განმავლობაში სასტიკად დამარცხდნენ, ხალხმა უთხრა უარი. ამ სისტემატიური პროპაგანდის მეშვეობით ცდილობენ მოაჩვენონ სიტუაცია ჯოჯოხეთად, რაც ფაშისტების ცნობილი მეთოდი იყო, ჯოჯოხეთს აჩვენებდნენ სამოთხედ და პირიქით. ამიტომ არის საჭირო უფრო მეტი აქტიური კომუნიკაცია და მუშაობა მოსახლეობასთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა