გურამ მაჭარაშვილი - ჯიმ რიშმა სწორი ანალიზი გააკეთა, რომ „ნაცმოძრაობამ“ იმდენად დააზიანა შეთანხმება, „ქართული ოცნება“ შეთანხმებაში მარტო აღმოჩნდა

ჯიმ რიშმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმდენად დააზიანა შეთანხმება, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმებაში მარტო აღმოჩნდა და დოკუმენტის დატოვება მოგვიწია - ჯიმ რიშს ვეთანხმებით, მან სწორად გაანალიზა ის პროცესი, რაც მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოხდა, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებას, სადაც სენატორი პოზიტიურად აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერას და აღნიშნავს, რომ მათ დაინახეს დოკუმენტის სარგებელი, თუმცა, აღნიშნავს, რომ ხელმოწერა დაგვიანებულია.

რაც შეეხება მთავრობის მხრიდან მაკროფინანსური დახმარების უარის თქმის გამო გამოწვეულ კითხვებს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, რაზეც ჯიმ რიში საუბრობს, მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-ში არ აქვთ განცდა, რომ საქართველომ აშშ- თან ურთიერთობის არსებულ კურსს გადაუხვია.

„ჯიმ რიშმა თავის განცხადებაში პრაქტიკულად ყველა ის რეალური მიზეზი დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით და რის გამოც მოუწია "ქართულ ოცნებას" შარლ მიშელის შეთანხმების დატოვება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერა იმდენად სუსტი და დაგვიანებულია, რომ აზრი არ აქვს. რაც შეეხება სამომავლო ურთიერთობას, დარწმუნებული ვარ, ამერიკის არც საკანონმდებლო, არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ ის განცდა, რომ საქართველო ოდნავ მაინც გადაუხვია იმ კურსს, რასაც საქართველო-აშშ- ის სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია. ეს არის ძირითადი საკითხი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში არაერთ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, სადაც ადასტურებს, რომ საქართველო არის ერთგული იმ ურთიერთობის, რაც აშშ-თან გვაქვს. რაც ყველაზე მთავარია, ადასტურებს რეგიონში საქართველოს წარმატებას. რაც შეეხება კონსულტაციებსა და რჩევებს, მათ ყურადღებით ვეკიდებით და ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მათ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ჩვენ ველოდებით, რომ აშშ გააგრძელებს და კიდევ უფრო გააღრმავებს იმ ურთიერთობას, რაც აქვს საქართველოსთან, ეს მათი სიტყვებია,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება