ანა ბიბილაშვილი - თბილისის დაბეტონების ტენდენცია უნდა შეჩერდეს

„ლელოს“ ლიდერებმა - თბილისი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ, მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მედეა მეტრეველმა დღეს, ყიფშიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ლელო საქართველოსთვის” ავრცელებს.

“ლელოს” ლიდერების განცხადებით, ის, რაც ყიფშიძის ქუჩაზე ხდება, „ურბანული გენოციდია“.

„თბილისი არის ადამიანების და ისინი უნდა გრძნობდნენ თავს კარგად.

ის რაც ყიფშიძეზე ხდება, ხდება მთელ თბილისში. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ თბილისის განვითარება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ყიფშიძის ქუჩა კი ამის ნათელი მაგალითია. რაც იგეგმება ყიფშიძის 1-ში ეს დანაშაულია, ჩვენი შვილების წინაშე.

სამწუხაროდ, მერიაში, არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ტერიტორიაზე იქნება სატრანსპორტო კოლაფსი. ისედაც მძიმე მდგომარეობაშია ქალაქი ამ მხრივ. თბილისი ჰგონიათ სამშენებლო ტერიტორია.

მათ არ აქვთ გეგმის სახით გათვლილი, თუ როგორ უნდა გაუძლოს ამ ერთმა ქუჩამ ამხელა დატვირთვას. როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა მიმდებარე შენობებში, სადაც ხვალ მზის სხივი არ მისწვდებათ აქ დაგეგმილი მშნებლობის გამო.

ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ეს ბრძოლაა, ბრძოლა თბილისისთვის და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის“, - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს