თამარ გაბუნია - მუშავდება მოდელი, რომლის მიხედვით თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტის ბინაზე მართვას უზრუნველყოფს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მუშავდება მოდელი, რომლის მიხედვით თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტის ბინაზე მართვას უზრუნველყოფს.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს სისტემას კიდევ უფრო გააფართოებს და ოჯახის ექიმებისთვის შემთხვევების მართვა უფრო ადვილი იქნება.

„სხვადასხვა ეტაპზე იმართებოდა 40-50 000 პაციენტი ბინის პირობებში, რაც იყო დიდი დატვირთვა პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვის და ოჯახის ექიმებისთვის. ჩვენამდე მოდიოდა შემთხვევები, როდესაც ოჯახის ექიმმა დაგვიანებით გასცა პასუხი პაციენტს, ან შედარებით გვიან დაუკავშირდა, ახლა შედარებით შემსუბუქდა დატვირთვა და ასეთი ზარებიც შედარებით ნაკლებია. ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის კიდევ უფრო გაფართოებაზე. სამომავლოდ მუშავდება მოდელი როდესაც თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული მოსახლეობის მართვას უზრუნველყოფს. კოვიდპაციენტი მიიღებს სერვისს მისივე ოჯახის ექიმისგან, ვისთანაც ის რეგისტრირებულია. თუ მოქალაქე არ არის რეგისტრირებული ოჯახის ექიმთან, ამ შემთხვევაში მას მოემსახურება ონლაინ კლინიკა, ან ექნება შესაძლებლობა დარეგისტრირდეს. ეს სისტემას კიდევ უფრო გააფართოებს და მეტად ადვილი იქნება თითოეული ოჯახის ექიმისთვის შემთხვევების მართვა. მზად არის საკმარისად ქსელი იმისთვის, რომ თითოეული ოჯახის ექიმი ჩაერთოს მასთან რეგისტრირებული პაციენტის მართვაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს