თამარ გაბუნია - ველოდებით, რომ „სინოფარმის“ ახალი დოზები ქვეყანაში ისევ შემოვა

ჩვენ ველოდებით, რომ „სინოფარმის“ ახალი დოზები ქვეყანაში ისევ შემოვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „სინოფარმის“600 000 დოზიდან, რაც საქართველოში გვქონდა, პირველი დოზით 300 000 მოქალაქე აიცრა და ახლა მიმდინარეობს მეორე დოზით აცრა

„ჩვენ ველოდებით, რომ „სინოფარმის“ ახალი დოზები ქვეყანაში ისევ შემოვა. თუ რომელიმე მოქალაქე ამ ვაქცინას ელოდება, მას მალე შეეძლება მისი გაკეთება, მაგრამ „სინოვაკი“, რომლის პირველი დოზები საქართველოში ახლაც გვაქვს, აბსოლუტურად იდენტურია და თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენება, თუკი ვინმეს ურჩევნია ამ ტიპის ვაქცინა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე დაკარგულ და გამოუყენებელ ვაქცინებზეც გააკეთა კომენტარი.

„რაც შეეხება აცრების დანაკარგს, პირველი 100 000 შემთხვევაში ჩვენ ეს პრაქტიკულად არ გვქონდა, რადგან ის იყო ვაქცინის ერთდოზიანი ფორმა. ახლა, ორდოზიანი ვაქცინაციის პირობებში, დანაკარგი 0,03%-ს შეადგენს, რაც, დამეთანხმებით, ძალიან დაბალი ნიშნულია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

„სინოფარმის“ აცრით პირველი დოზით ვაქცინაცია დაახლოებით 10 დღის წინ შეჩერდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა