ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლის გამოყენების საჭიროება არ დგას, რადგან კლინიკების რესურსი ამ ეტაპისთვის საკმარისია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლის გამოყენების საჭიროება არ დგას, რადგან კლინიკების რესურსი ამ ეტაპისთვის საკმარისია.

გაბუნიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საველე ჰოსპიტლებს იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ ამის საჭიროება დადგება.

„საბედნიეროდ, გარკვეული სტაბილიზაცია ჰოსპიტალურ სექტორშიც არის. 7200-მდე არის შემთხვევა, რომლებიც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს.

საველე ჰოსპიტლის საჭიროება ნამდვილად არ დგას, რადგან კლინიკების რესურსი ამას წვდება. საველე ჰოსპიტალი რჩება უბრალოდ სათადარიგო მდგომარეობაში, თუკი მისი საჭიროება იქნება, ჯერჯერობით ტექნიკური რესურსი, რაც მობილიზებული გვქონდა ადგილზეა და თუ დაგვჭირდება მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ. ახლა მისი გამოყენება არ არის საჭირო" , - განაცხადა გაბუნიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს