ბადრი ჯაფარიძე - 2 ოქტომბრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ სრულიად ახალი სტრატეგია თბილისის განვითარების

2 ოქტომბრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ სრულიად ახალი სტრატეგია თბილისის განვითარების, რომელიც მორგებულია ადამიანზე და თბილისის თითოეულ მოქალაქეზე, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, ბადრი ჯაფარიძე თბილისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

„ეს ადგილი არის დემონსტრირება იმისა, თუ რატომ უნდა ჩამოვაცილოთ „ქართული ოცნება“ თბილისის მართვას. ეს არის სრული უგულებელყოფა აქ მცხოვრები მოქალაქეების. ის გეგმა, რომელიც დამტკიცებული აქვს თბილისის მერიას და საკრებულოს, საბოლოო ჯამში მოგვიტანს სრულიად გაუსაძლის პირობებს - არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელიც დღეს აქ ცხოვრებენ, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომელიც ახალ სახლებში უნდა შესახლდნენ. ასეთი მშენებლობები უნდა დასრულდეს.

მე ვაპირებ, ყველა იმ ადგილას მივიდე თბილისში, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა იმისათვის, რომ ყველგან ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს - 2 ოქტომბრიდან ჩვენ ამას დავასრულებთ! დავასრულებთ ქალაქის ქაოსურ განაშენიანებას, რომლის გამოც ადამიანები იღებენ ისეთ საცხოვრისს, სადაც მათ არ რჩებათ თავისუფალი სივრცეები, ჰაერი, ბინები, სადაც არ აღწევს სინათლე. ამიტომ 2 ოქტომბრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ სრულიად ახალი სტრატეგია თბილისის განვითარების, რომელიც მორგებულია ადამიანზე და თბილისის თითოეულ მოქალაქეზე“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა