თამარ გაბუნია - „ტოცილიზუმაბის“ ისე გამოყენება, რომ „ვცადოთ და იქნებ შედეგი გვქონდეს“, არ შეიძლება, მას აქვს უკუჩვენებები და ფართო საზოგადოებაშიც არ არის გამართლებული მედიკამენტებზე საუბარი

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში „ტოცილიზუმაბის“ საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ დასაბუთებულად საჭიროების დროს ჯანდაცვის სამინისტრომ მისი გადანაწილება მოახდინოს და არცერთ შემთხვევაში კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა და მისმა ოჯახმა პრეპარატი კლინიკის გარეთ არ უნდა ეძებოს.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში „ტოცილიზუმაბის“ მობილიზება საკმაოდ სწრაფად ხდება, უფრო სწრაფად, ვიდრე „რემდესივირის“.

„ტოცილიზუმაბი“ არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ძალიან მკაცრი ჩვენებებით, კონკრეტულ პაციენტებში კოვიდინფექციით. „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება ქვეყანაში ჯერ კიდევ პანდემიის ადრეული ეტაპებიდან, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ხდებოდა. ბოლო პერიოდში მეტი მონაცემი გაჩნდა ამ მედიკამენტის ეფექტურობის შესახებ, მაგრამ მისი ჩვენებები ამით არ შეცვლილა, რა თქმა უნდა, ისევ ძალიან მკაცრი ჩვენებით, მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება. მედიკამენტის მომწოდებელი არის „როშე“, მოწოდება ხდება გარკვეული გეგმაზომიერებით. ის რაოდენობა, რაც შემოვიდა, კლინიკებს წინასწარ ჰქონდათ შეკვეთილი. ეს ის კლინიკებია, სადაც ყველაზე მძიმე პაციენტი ხვდება, თუმცა მოხდა ისე, რომ მედიკამენტის თაობაზე ფართო მედიასაშუალებებით საუბარს მოჰყვა გარკვეულად არასწორი მოლოდინების ჩამოყალიბება მის დანიშნულებასთან დაკავშირებით, რასაც გარკვეულ შემთხვევაში რაღაც გარემოებიდან გამომდინარე, შეიძლება, ვიღაცა ბოროტადაც კი იყენებდეს და ოჯახებს ეუბნებოდეს, რომ იყიდონ თავად ეს მედიკამენტი, იშოვონ და მოიტანონ - ასე მედიკამენტი არსად იყიდება. არის მოწოდებული, ოფიციალური სადისტრიბუციო არხებით გადანაწილებული კლინიკებში და როდესაც არის დასაბუთებული საჭიროება, იმ კლინიკას, სადაც მეტია მედიკამენტის მარაგი, ვთხოვთ, რომ გადაანაწილოს სხვა კლინიკაში. ამას ანაზღაურებს სახელმწიფო. არცერთ შემთხვევაში პაციენტმა და მისმა ოჯახმა პრეპარატი ასე გარეთ არ უნდა ეძიოს. როცა „ტოცილიზუმაბის“ დასაბუთებული საჭიროება იქნება, იმდენი დოზა დღეს ნამდვილად არის ქვეყანაში, რომ ჩვენ მოვახერხოთ მისი გადანაწილება. თუ კი ვინმეს სჭირდება პრეპარატი, მისი მობილიზება ხდება საკმაოდ სწრაფად, უფრო მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს პაციენტისთვის „რემდესივირის“ მიღებას, ვიდრე „ტოცილიზუმაბის“ გამოყოფას“.

კლინიცისტები ამბობენ, რომ ზოგიერთმა კლინიკამ რიგ შემთხვევაში შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატის გამოყენების, იქიდან გამომდინარე, რომ „ვცადოთ და იქნებ შედეგი გვქონდეს“. ეს არ არის მისაღები დამოკიდებულება, არ შეიძლება „ტოცილიზუმაბის“ ასე გამოყენება, რადგან მას აქვს კონკრეტული ჩვენებები, მძიმე მდგომარეობის დროს მისი გამოყენება ისედაც არ არის ნაჩვენები და კონკრეტული კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს, როდესაც მისი გამოყენება უნდა მოხდეს. საერთოდაც მედიკამენტებზე საუბარი ასე ფართო საზოგადოებაში არ არის გამართლებული, რადგან ძალიან სერიოზული, არასწორი მოლოდინები შეიძლება წარმოშვას, ამიტომ ეს უნდა დარჩეს კლინიკური სივრცის ფარგლებში და ამაზე ასე ღიად საუბარი არის დამაზიანებელ“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტრო მომწოდებლებთან მუშაობს იმის თაობაზე, რომ „ტოცილიზუმაბის“ სხვა ქვეყნებში არსებული რეზერვებიდან მობილიზებაც შეიძლებოდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს