ირაკლი ღარიბაშვილი - ვის აქვს ილუზია, რომ „ნაცმოძრაობის“, სააკაშვილის, ბოკერიას, უგულავას, მელიას, ამ კრიმინალების ხელწერა შეიცვლება, ჩვენ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები და ღირსეულად მოვიგოთ

მართლაც მიკვირს, ტრაგედიაა, როცა იმ პოლიტიკური ძალის, იმ აგრესიული, რადიკალური ძალის წარმომადგენლები, დღესაც პრეტენზიას გამოთქვამენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე - ძალა, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის 20% დაგვაკარგინა დროებით და ოკუპაცია დააკანონებინა, კოდორი ჩააბარა, 100-ზე მეტი სოფელი ჩააბარა, შემდეგ, გამოვიდა ურცხვად, უტიფრად და ამ 100 სოფელს უწოდა „ქვების გროვა“. ამ მოღალატე ადამიანებს, როგორ შეიძლება, რომ საშუალება და უფლება მივცეთ, ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამიტომაც, აუცილებელია მობილიზება და ღირსეულად, მშვიდად, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

„მათ ერთხელ დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ, ჩვენს ხალხთან ერთად. ამიტომაც, აუცილებელია მობილიზება. ძალიან ღირსეულად, მშვიდად, მტკიცედ უნდა ჩავატაროთ არჩევნები, დემოკრატიულად, რაც მთავარია, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს და ჩვენ მაქსიმალურად, დავაზღვიოთ ჩვენი თავი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი ნებისმიერი პროვოკაციისგან. მათ იციან, რომ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდებიან. ამიტომ, მათთვის არაფერს ნიშნავს 2 ოქტომბერი, რადგან უკვე იციან, რომ წაგებული აქვთ არჩევნები, ამიტომ, მათი მთავარი, თეორიული შანსი იქნება რაღაც პროვოკაციების მოწყობა და წინასწარ აჟიოტაჟის ატეხვა, რომ რაღაც სასწაული ხდება - ის, რაც გამოვიარეთ რამდენიმე თვის წინ. ქვეყანა ამყოფეს 6 თვის განმავლობაში უწყვეტ ბოიკოტის რეჟიმში. გამოგონილი, ხელოვნურად ინსპირირებული , რაღაც გაუგებარი პროვოკაციების გამო. შემდეგ, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების დახმარებით, როგორც იქნა, შეთანხმებას მივაღწიეთ მათთან, ამ დესტრუქციულ, მოღალატე ძალასთან. შევიყვანეთ პარლამენტში და თითქოს დაიწყო მუშაობა, მაგრამ ვნახეთ, რომ მათი ხელწერა, რა თქმა უნდა, არ იცვლება და ვის აქვს ილუზია, რომ „ნაცმოძრაობის“, სააკაშვილის, ბოკერიას, უგულავას, მელიას - ამ კრიმინალების ხელწერა შეიცვლება. რა თქმა უნდა, არავის აქვს ამის ილუზია. ეს ხომ პრიმიტიულობაა, ეს ხომ გულუბრყვილობა იქნება, დავიჯეროთ მათი გაუგებარი და უტიფარი განცხადებები. ამიტომაც, ჩვენ მობილიზებულად უნდა ჩავატაროთ არჩევნები. მშვიდად, თავისუფალი, გამჭირვალე არჩევნები და მოვიგოთ ღირსეულად და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა რეგიონის მიმართულებით, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული პროგრამები, რომლებიც მხოლოდ მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული.

„მეტი დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები - ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი და ჩვენი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის. ერთგულება, მადლიერება, სიმართლე, ღირსება, პატიოსნება - გამოარჩევს ჩვენს დიდ ოჯახს, გაერთიანებას - „ქართულ ოცნებას“ და სწორედ, ამ ფასეულობებზე დგას ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ამ იდეალებით, ამ პრინციპებით, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას და აუცილებლად გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს, ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში“, - განაცადა პრემიერმა.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს