საქართველოში ძლიერი ქარი ხვალ დილამდე შენარჩუნდება

საქართველოში ძლიერი ქარი ხვალ დილამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება. 4 სექტემბერს გამოიდარებს და 8 სექტემბრამდე მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 8 სექტემბრამდე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +23, +28 გრადუსი იქნება.

თბილისში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 8 სექტემრამდე, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 3-5 სექტემბერს +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 6 სექტემბრიდან +29 გრადუსამდე მოიმატებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო