ნონა მამულაშვილი - პრეზიდენტისგან, რომელიც "ქართული ოცნების" ზეწოლის მსხვერპლია, კრიტიკას ვერ მივიღებთ - მას უწევს  "ნაციონალურ მოძრაობაზეც" ნეგატიური კომენტარი გააკეთოს

პრეზიდენტისგან, რომელიც "ქართული ოცნების" ზეწოლის მსხვერპლია, კრიტიკას ვერ მივიღებთ, ვიცით როგორც გახდა პრეზიდენტი, მას უწევს პარალელურად "ნაციონალურ მოძრაობაზეც" ნეგატიური კომენტარი გააკეთოს, - ამის შესახებ ჟურნალუსტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ ძალად მოხსენიებას გამოეხმაურა.

როგორც მამულაშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტის განცხადებიდან კარგად ჩანს, რომ მას ესმის, საქართველომ პროდასავლურ გზას გადაუხვია და სწორედ ამიტომ სხვა გამოსავალი არ რჩება, გარდა "ქართული ოცნება" გააკრიტიკებისა.

თუმცა, მამულაშვილის თქმით, ამის პარალელურად, პრეზიდენტს დავალება აქვს, რომ ოპოზიციაზეც კრიტიკული მოსაზრებები გააჟღეროს.

„ზოგადად, პრეზიდენტის მიმართ იცით ჩვენი მოსაზრებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, რაც "ნაციონალურ მოძრაობაზე" თქვა, მის ზოგად შეფასებას გამოვეხმაურები. პრეზიდენტს ყველაზე კარგად ესმის, რა მტკივნეულია, როცა საქართველო გადაუხვევს პროდასავლურ გზას, მან ეს ყველაზე ნათლად დაინახა, რადგან სავარაუდოდ, იმაზე ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ჩვენ და საზოგადოებას გვაქვს "ქართული ოცნების" გეგმებზე და ხედვაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში "ქართული ოცნება" არ ერიდება ღიად ისაუბროს, რომ პროდასავლური გეგმები აღარ აქვს და ჩვენი მომავალი "ქართული ოცნების" ხელში არის რუსეთი და რუსეთის გავლენების გაძლიერება, რაც მას ბოლო 8 წლის განმავლობაში კარგად გამოსდის", - განაცხადა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ყველაფერს იღონებს, რომ „არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ევროპული გზის არევა“.

„ჩემი როლი ნათელზე ნათელია ამ ვითარებაში - მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ევროპული გზის არევა და ამ გზით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა, მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის, პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ, არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა