ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - მეორედ არ დავანგრევინებთ ქვეყანას - ეს მძიმე წარსული აღარ განმეორდება

მშვიდობა და სტაბილურობა არის ჩვენი, „ქართული ოცნების“ ხელწერა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ გამოწვევად და საფრთხედ რჩება ის დესტრუქციული ძალა, რომელიც ჯერ კიდევ ძალადობს ჩვენს მოსახლეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტყიბულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს.

„ჩაგვრის, რეპრესიების, პირდაპირ ხალხის ტერორის და ტერიტორიებს დაკარგვის არაერთი მაგალითი გვახსოვს. ამის მიუხედავად, ასეთი მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკური ძალა ჯერ კიდევ ბედავს და აცხადებს პრეტენზიას არათუ პოლიტიკაში დარჩენაზე, არამედ ხელისუფლებაში მოსვლაზე, რაც გამორიცხულია, რადგან ამას ჩვენ და ქართველი ხალხი არ დავუშვებთ და მეორედ არ დავანგრევინებთ ქვეყანას. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს და დააკარგვინეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიები. 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა და უამრავი უბედურება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, „ეს მძიმე წარსული აღარ განმეორდება“.

„ხალხთან ერთად, ჩვენ არ დავუშვებთ ამ დესტრუქციული ძალის დაბრუნებას ხელისუფლებაში. ქართველი ხალხი ბრძენია და მათი აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს იმ შეხედულებებს, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გაგვაჩნია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უშეცდომო ვართ. შეცდომები გვქონია, გვაქვს და გვექნება მომავალშიც, მაგრამ შეცდომასა და გააზრებულ მძიმე დანაშაულს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ჩვენ შეცდომები გააზრებული და გამოსწორებული გვაქვს და წინ მივდივართ. ეს არის მთავარი განმასხვავებელი ხელწერა ჩვენსა და მათ შორის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა