ნიკოლოზ სამხარაძე - მაკროფინანსურ სასესხო ხელშეკრულებაში ჩაწერილი კრიტერიუმების უდიდესი ნაწილი შესრულებულია, ისიც, რაც სასამართლო კანონმდებლობას ეხებოდა

მაკროფინანსური სასესხო ხელშეკრულების თითქმის ყველა პუნქტი შესრულებულია, ერთადერთი რისი შესრულებაც ვერ მოხერხდა, შენობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ბოლომდე მიყვანაა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, კითხვებს აჩენს.

სამხარაძის თქმით, თუ სენატორს რაიმე კითხვები აქვს, „ქართულ ოცნებაში“ მზად არიან უპასუხონ.

„ეს კითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც საკმაოდ ბუნდოვანი განცხადება გაკეთდა იმაზე, რომ საქართველომ თითქოსდა არ შეასრულა 22 სექტემბრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული სესხის კრიტერიუმები. ამაზე ჩვენ მომზადებული გვაქვს შესრულების დოკუმენტი, სადაც ცხადად გვაქვს გაწერილი თუ რა იყო ის მოთხოვნები, რომელიც სესხის ხელშეკრულებაშია ჩამოთვლილი, ეს არის 2020 წლის ხელშეკრულება და ყველა ამ პუნქტებთან დაკავშირებით არის გაცემული პასუხი და საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ თითქმის ყველა პუნქტი არის შესრულებული, ერთადერთი რისი შესრულებაც ვერ მოხერხდა, ეს არის შენობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ბოლომდე მიყვანა. თუმცა, როგორც მთავრობაში ამბობენ, ამ პუნქტსაც წლის ბოლომდე შეასრულებენ. სასესხო ხელშეკრულებაში ჩაწერილი კრიტერიუმების უდიდესი ნაწილი არის შესრულებული, მათ შორის, ის ნაწილები, რომელიც სასამართლო კანონმდებლობას ეხებოდა. თუ ამის შესახებ ჩნდება კითხვები, რომ საქართველომ არ შეასრულა სასესხო ხელშეკრულებით დადგენილი კრიტერიუმები, ამაზე პასუხი არის ნათელი. თუ ბატონ რიშს ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, ჩვენ ამ კითხვებს ვუპასუხებთ ძალიან მარტივად. რაც შეეხება დიდ სასამართლო რეფორმას, რომელიც არ არის სასესხო ხელშეკრულების ნაწილი, არამედ იყო მიშელის შეთანხმების ნაწილი, ამ რეფორმის დასასრულებლად დრო 2022 წლის ზაფხულამდეა გაწერილი და შესაბამისად, ვადა მას ჯერ კიდევ აქვს”, - განაცხადა სამხარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა