პრემიერის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერას ნული ფასი აქვს - ეს არის პოლიტიკური თაღლითობა და ფარისევლობა

მთელი ამ პროცესის დროს სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები ზეწოლას ახდენდნენ ოპოზიციის სხვა დანარჩენ წევრებზე, რომ მათ არ მოეწერათ ხელი ამ დოკუმენტზე, თავშივე იყო გადაწყვეტილი, რომ არ აპირებდნენ ამ ხელმოწერის გაკეთებას, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის 19 აპრილის შეთანხმებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ რაც მმართველი გუნდი შეთანხმებიდან გამოვიდა ამ ხელმოწერას არავითარი ფასი აღარ აქვს და ეს „პოლიტიკური თაღლითობაა“.

მისივე თქმით, მხოლოდ ხელმოწერა საკმარისი არ არის და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აჩვენოს, რომ რეალურად დაინტერესებულია დეესკალაციით, პოლარიზების შემცირებითა და კონსტრუქციული მუშაობით საქართველოს პარლამენტში.

,,ახლა ამ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერას ნული ფასი აქვს, ეს არის პოლიტიკური თაღლითობა და ფარისევლობა რაც მათ ჩაიდინეს. არავითარი ფასი ამ ხელმოწერას არ აქვს, მათ ჰქონდათ შანსი, რომ ხელი მოეწერათ და ჩვენ დავრჩებოდით ამ შეთანხმებაში, მაგრამ მას შემდეგ რაც გავედით, ეს თემა ამოწურულია. მთელი ამ პროცესის დროს სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები ზეწოლას ახდენდნენ ოპოზიციის სხვა დანარჩენ წევრებზე, რომ მათ არ მოეწერათ ხელი ამ დოკუმენტზე, თავშივე იყო გადაწყვეტილი, რომ არ აპირებდნენ ამ ხელმოწერის გაკეთებას. შესაბამისად, გუშინ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა იყო ფარსი და ტყუილი, ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. მხოლოდ ხელმოწერა და განცხადების გაკეთება საკმარისი არ არის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აჩვენოს, რომ რეალურად არიან დაინტერესებული დეესკალაციით, პოლარიზების შემცირებით და კონსტრუქციული მუშაობით საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა