15 სექტემბრიდან თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება 15 სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სოციალური პროექტის განახლების გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა სააღმზრდელო პროცესის 4 ოქტომბრამდე გადადების გამო მიიღო.

„2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყების გადადების გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 15 სექტემბრიდან განაახლებს აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემას. ჩვენ მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი შარშან, 19 სექტემბრიდან დავიწყეთ და ყოველთვის, როცა ჩერდებოდა სააღმზრდელო პროცესი, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნობათი აღსაზრდელებს ურიგდებოდათ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ამჯერადაც, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ათიათასობით აღსაზრდელის ოჯახისთვის“, - განმარტა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

„პროდუქტების გაცემისას საბავშვო ბაღებში დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები. დარიგდება ათი დასახელების პროდუქტი: შაქარი - 1კგ, ფქვილი - 1 კგ, შვრია - 1კგ, მაკარონი - 1კგ, ხილფაფა - 1 ქილა, ზეთი - 1 ლ, კვერცხი - 6ც, ჩაი - 1 კოლოფი, ყველი - 0,5 კგ, რძე - 2 ლ.

თბილისში 188 საბავშვო ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი ირიცხება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა