ლაშა გოგიაშვილი - დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა

ჩვენი მუნიციპალიტეტისა და თითოეული ოჯახისთვის მთავრი გამოწვევა პირობების გაუმჯობესებაა, დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა“ - განაცხადა „ქართული ოცნების” თერჯოლის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიაშვილმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის.

„ამაყი ვარ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ, ჩემზე გააკეთა არჩევანი და მომცა საშუალება, ვიყო თერჯოლის არჩეული მერი. მოგეხსენებათ, საარჩევნო პერიოდია, ფეხდაფეხ დავდივართ ყველა სოფელში, ყველა უბანში და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი წინსვლა ჩვენს რაიონში არ ყოფილა. თერჯოლის ყველა სოფელში მოწესრიგებულია გაზიფიცირება. ცენტრალური გზები უკვე ყველა სოფელში გაკეთებულია. ჩემს მშობლიურ თერჯოლაში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. კარგად ვიცით, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ბევრი გამოწვევის წინაშეა, თუმცა მჯერა ამ გამოწვევებს და ამ პრობლემებს ერთად გავართმევთ თავს. მე და ჩემმა გუნდმა ზუსტად ვიცით რა ესაჭიროება თერჯოლელებს. ჩვენი მუნიციპალიტეტისა და თითოეული ოჯახისთვის მთავრი გამოწვევა პირობების საგრძნობლად გაუმჯობესებაა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გვერდით დგომა. ცენტრალური ხელისუფლება ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით და ასე გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა.

მინდა წარმოგიდგინოთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ელისო მურადაშვილი, გრიგოლ გიორგაძე, გიორგი ქასრაშვილი, კახაბერ წივწივაძე, გოჩა ვერულაშვილი, ჯემალ ისაკაძე, შალვა ჭანკვეტაძე, ბადრი ბუცხრიკიძე, დავით გოგბერაშვილი, მანუჩარ ფანჩულიძე“ - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა