გიგა ბოკერია - ეს არის დამანგრეველი ინფლაცია, განსაკუთრებით საშუალო და გაჭირვებული კლასისთვის

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, როდესაც მთავრობა უარს ამბობს გადასახადების, მათ შორის, საწვავზე აქციზის დაწევაზე, ეს იმის ნიშანია, რომ მათ არ ადარდებთ, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის ტვირთს მოქალაქეები ზიდავენ.

მისი განმარტებით, არსებული ინფლაცია ვერ აიხსნება მხოლოდ მოთხოვნის ზრდით ეკონომიკის შედარებით გახსნასთან ერთად, ეს არის „დამანგრეველი ინფლაცია, განსაკუთრებით საშუალო და გაჭირვებული კლასისთვის“.

„ასეთ დროს, როდესაც მთავრობა უარს ამბობს გადასახადების დაწევაზე, მათ შორის- საწვავზე აქციზის, ეს არის უტიფარი განაცხადი, რომ ფეხებზე ჰკიდიათ ის, რომ მათი პოლიტიკის ტვირთს ზიდავენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, მათთვის გაძვირებული ცხოვრებითა და შემცირებული შემოსავლებით”, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა