დავით ჩერქეზიშვილი - ტყიბულში უნდა შევქმნათ სამაგალითო ადმინისტრირება, როგორ უნდა ვემსახუროთ ხალხს

ტყიბულში უნდა შევქმნათ სამაგალითო ადმინისტრირება, როგორ უნდა ვემსახუროთ ხალხს, როგორი უნდა იყოს მართვის პროცესი. ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლებისგან გვაქვს, უნდა იყოს სწრაფად რეალიზებული, ამასთან ერთად, მივიღოთ სწრაფი განვითარება. ტყიბული იმსახურებს პროგრესს და მიიღებს პროგრესს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ტყიბულის მერობის კანდიდატმა, დავით ჩერქეზიშვილმა წარდგენაზე განაცხადა.

მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას" გამოცხადებული ნდობისთვის, რომ მიეცა შესაძლებლობა ემსახუროს ქალაქს, რომლის, განვითარება, დავით ჩერქეზიშვილის თქმით, უმნიშვნელოვანესია.

„გამოცხადებულ ნდობაზე მნიშვნელოვანი, ნდობის გამართლებაა. მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქალაქზე, რომელიც ჩემთვის ძვირფასია. თაობები, რომლებიც ქმნიდნენ ჩვენი ქალაქის ჭეშმარიტ სახეს, იყვნენ დიდი ბუნების, მაღალი შეგნების და ძალიან დაფასებული ადამიანები. ამ დიდი თაობის წარმომადგენლები დღესაც დააბიჯებენ ჩვენს ქალაქში, რამდენიმე მათგანი ესწრება ღონისძიებას. მინდა თქვენთან ერთად პატივი ვცეთ და მივესალმოთ მათ. პრემიერი ბრძანდებოდა ჩვენს შეხვედრამდე მეშახტეებთან, ორიოდე დღის წინ მეშახტის დღე იყო, მინდა შევუერთდე მილოცვებს და თქვენთან ერთად მივულოცო ჩვენს მეშახტეებს, ვუსურვო კეთილი, ბედნიერი, უსაფრთხო მომავალი.

ტყიბულის ქვანახშირის საბადო, ისტორიულად ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. დღეს ის 176-ე წელს ითვლის. ჩემი ოჯახი ტყიბულის დაარსებიდან ამ ქალაქის მკვიდრია და შესაბამისად, ჩემთვის ეს ფასეულობა უზარმაზარია. ხალხი, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობდა, ცხოვრობს, ჩემს მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, წინაპრებთან, აწ უკვე ჩემს შვილებთან ერთად, დიდი ერთობის მაგალითია და თუ გამოჩნდა საჭიროება, რომ უნდა დავბრუნებულიყავი ჩემს მშობლიურ ქალაქში, დედულეთში, აქ ამ ვალდებულების წინაშე ვდგავარ. ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, ტყიბული იყოს რაც შეიძლება სწრაფად განვითარებული და ჩვენი ამოცანაა, ამ მხარდაჭერის ეფექტიანი რეალიზება. ტყიბულს ელოდება სწრაფი განვითარება ყველა მიმართულებით, ეს არის ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, ტურიზმი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ჩვენი ვალია, გამოვიყენოთ შესაძლებლობა რომელიც გვაქვს, ხელისუფლების მხარდაჭერა და თანადგომა, ამიტომ, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ 41, ნიშნად იმისა, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გულგატეხილობაზე, უიმედობაზე, არამედ ვირჩევთ პროგრესს, განვითარებას და ერთობას", - განაცხადა დავით ჩერქეზიშვილმა.

მერობის კანდიდატმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატების წარადგინა. ესენი არიან: ირაკლი­ აბესაძე, რომან მაწკეპლაძე, ზვიად კუბლაშვილი, იზოლდა ნემსაძე, გიორგი ნანიკაშვილი, გრიგოლ ჩიხლაძე, მანუჩარ გოტიაშვილი, გიორგი ავალიანი, როლანდ არსენაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს