ნიკოლოზ სამხარაძე კირსტი ნარინენს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კირსტი ნარინენს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს, განსაკუთრებით აღინიშნა მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის მაღალი დონე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებზე საუბრისას, ნიკოლოზ სამხარაძემ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს ევროკავშირში საქართველოს წევრობისთვის განაცხადის შესატანად.

მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამასა და საქართველოსა და ფინეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ კირსტი ნარინენს ფინეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა