საქართველოს პრეზიდენტს 24 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს.

„პარაგვაის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სეფერინო ვალდეს პერალტამ, სომალის ფედერალური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯამა აბდულაჰი მოჰამედიმ, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ოლე ეგბერგ მიკელსენიმ, ზიმბაბვეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მიეტანი ჩაუკემ, გვატემალის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ხაირო დავიდ ესტრადა ბარიოსიმ, ალბანეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კასტრიოტ რობომ, ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მოისეს მბა ნჩამამ, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბილალ ჰაიმ, მალტის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯორჯ ა. საიდ-ზამიტიმ, სერბეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აცა იოვანოვიჩიმ, მონტენეგროს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დრაგიცა პონორაციმ, კამბოჯას სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კიმ ჰენგ მეასიმ, ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმასაქართველოში კირსტი ნარინენიმ, ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარტინა ფინიმ, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მოსუდ მანანიმ, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სამი ასემ ღოშემ, მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შიეხ სიდ’აჰმედ ელ ბეკაიე ჰამადიმ, ბოსნია და ჰერცეგოვინას საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ადის ალაგიჩიმ, პორტუგალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჟაიმ ვან ზელერ ლეიტაომ, ბურკინა ფასოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბრაჰიმა სერემ, ანგოლას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჟოზე გონსალვეს მარტინს პატრისიომ, უზბეკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბახრომ აშრაფხანოვიმ, ფილიპინების რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარია ელენა პალო ალგაბრემ, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შინა ფატაი ალეგემ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა