კახა კალაძე - მერობის ყველა კანდიდატს პატივს ვცემ

მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებებისა, მერობის ყველა კანდიდატს პატივს ვცემ, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.კითხვაზე, ვის თვლის მთავარ კონკურენტად, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი პასუხობს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მისთვის არის ქალაქში არსებული პრობლემები.„16-მდე ადამიანმა დააყენა მერობის კანდიდატად საკუთარი თავი. მე აბსოლუტურად ყველას პატივს ვცემ, მიუხედავად პირადი დამოკიდებულების და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, რადგან ისინი არიან კანდიდატები.

რაც შეეხება კონკურენციას, ვამბობ გულწრფელად, რომ დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა არის ქალაქში არსებული პრობლემები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება. ჩვენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. მომდევნო ოთხი წელი კი, კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი დედაქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ამასთან, კახა კალაძე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მერობის ყველა კანდიდატს მოუწოდებს, ნარკოტესტი ჩააბაროს. როგორც კალაძემ განაცხადა, თავად მზადაა, ეს ტელევიზიების თანდასწრებით, ორშაბათსვე გააკეთოს.

"ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, წინა ცხოვრებიდან გამომდინარე. კამპანია უნდა ვაწარმოოთ: "არა ნარკოტიკს", "ნარკოტიკი კლავს". დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერში საზოგადოებაც ჩაერთვება და ძალიან ბევრი ადამიანი დამიჭერს მხარს. არასდროს არანაირ ნარკოტიკთან არ მქონია შეხება. სხვათა შორის, ჩვენ, მერობის კანდიდატებს, არ მოგვეთხოვება, როგორც დეპუტატობის კანდიდატებს, ნარკოტესტის ჩაბარება. ახლა, მინდა, მივმართო ყველა კანდიდატს: კეთილი ვინებოთ და ყველამ ჩავაბაროთ ნარკოტესტი, შედეგები კი საზოგადოებას წარვუდგინოთ. მე მზად ვარ, ორშაბათს გავაკეთო ეს ტელევიზიების თანდასწრებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო