ჯანდაცვის ექსპერტი - საუბარია პირველადი ჯანდაცვის კრახზე - უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას

ჩვენ უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას და უკვე უნდა ვემზადებოდეთ ამისთვის, - ამის შესახებ “დროას" წევრმა, ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.

მისვე განმარტებით, კოვიდპაციენტების მკურნალობის პროტიკოლის ცვლილებაზე დღეს საუბარი დაგვიანებულია.

„დღეს პროტოკოლებზე სუბარია არათუ უსაფუძვლოა, არამედ, ეს უკვე არავითარ ჩარჩოში არ ჯდება. რაღა დროს პროტოკოლზე საუბარია?! დღეს საუბარია პირველადი ჯანდაცვის კრახზე, რომელიც ჩვენ ისედაც ვიცით, დღეს საუბარია, როგორ გამოვძვრეთ ამ მდგომარეობიდან. ამისთვის აუცილებელია ის, რომ ყოველდღე უნდა იყოს დაახლოებით, 40 000 ადამიანი აცრილი. ამისთვის აუცილებელია ვაქცინაციის ცენტრების შექმნა, მობილური ჯგუფების იქ გასვლა, საიდანაც ხალხი ვერ მიდის ამცრელ პუნქტებამდე და აუცილებელია ვაქცინაციის ყველა იმ რეზერვის გამოყენება, რაც დღეს არსებობს. ჩვენი გათვლებით და სტატისტიკით, დახლოებით, ვაქცინების 2-3 კვირის მარგია დარჩენილი. ამიტომ, ეს უნდა იყოს გაწერილი და ღიად გამოცხადებული. ასევე, ჩენ უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას და უკვე უნდა ვემზადებოდეთ ამისთვის", - აცხადებს გიორგი ჩახუნაშვილი.

მისივე თქმით, დღეს ჯანდაცვის სექტორი ჩავარდნილია.

"გაასაჯაროვეთ რა რეზერვებია კონკრეტულად ანტიკოაგულანტების, რომელიც საჭიროა მწვავე ავადმყოფებისთვის და რომელიც საჭიროა კოვიდგადატანილებისთვის, ანუ პოსტკოვიდის მდგომარეობის შემდეგ, ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე ადაიანებისთვის, რომელსაც აქვს გულის იშემიური დაავადება, ინსულტი და ა.შ. კარგად გადახედეთ ანტიკოაგულანტებსდა ზუსტი სია მოგვაწოდეთ”, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა