ირაკლი ღარიბაშვილი - გახარიამ კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა

ბუნებრივია გახარია სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მოკავშირეა, ეს ხომ ძალიან მარტივად ჩანს“,- ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვიის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ შეაფასებს გახარიას განცხადებებს, სადაც ის მმართველ გუნდს ტყუილებში ადანაშაულებს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა“.

„შეხედეთ მაგის ხელწერას და ასევე „ნაცმოძრაობის“ და მათი ლიდერების, მათ შორის, „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ კამპანიას. ბუნებრივია, გახარია სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მოკავშირეა, ეს ხომ ძალიან მარტივად ჩანს. უყურებთ რა ხდება, როგორი სინქრონული კოორდინაცია აქვთ ერთმანეთში. კაცი, რომელიც იმის გამო გადადგა, რომ მელია არ დაეჭირათ, კანონი არ აღასრულა, ყველაფერს აკეთებს, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში. ასეთი კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ“, - აღნიშნავს პრემიერი.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს