რატი ბრეგაძე - „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პირობებში დაისადგურა მშვიდობამ, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებს შემდგომ არასდროს ყოფილა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხონში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ლადო ჯურხაძის წარდგენაზე ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვა მთავარ პრიორიტეტად იქცა და ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა.

მისივე განცხადებით, თითოეული ჩვენგანის ოცნებაა რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შეგვეძლოს თავისუფლად გადაადგილება, რომელშიც ასევე იგულისხმება სოხუმი და ცხინვალი.

„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პირობებში დაისადგურა იმგვარმა მშვიდობამ, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არასდროს ყოფილა. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის ოცნება არის ის, რომ დაცული იყოს ადამიანის ის უფლება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შეგვეძლოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ქვეყნის ტერიტორიაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება სოხუმი და ცხინვალი. ეს ყველაფერი შეუძლებელია იმის გარეშე, თუ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობიანი განვითარება და ასეთი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც როგორც მუნიციპალიტეტებში, ასევე ქვეყნის მთელ ტეროტორიაზე და ცენტრალურ დონეზე იქნება უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები. სწორედ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს და მთლიანად „ქართულ ოცნებას“ როგორც აქ, ასევე მთელ საქართველოში”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო